გაკვეთილის მთავარი თემა
|
შოთა რუსთაველი - ,,ანდერძი ავთანდილისა ოდეს გაიპარა’’
|
საგანი/პედაგოგი
|
ქართული ენა და ლიტერატურა/ ლამზირი ღლონტი
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
საბაზო/ მე-9 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
16 მოსწავლე/სსსმ მოსწავლე არ არის
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
·
გაკვეთილი ხელს შეუწყობს ტექსტის გააზრებულ კითხვას.
·
კრიტიკული
აზროვნების განვითარებას.
|
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
|
·
ნაწარმოების
ტექსტის მოსმენა და აღქმა.
·
ტექსტის ნაწილების
ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირება.
·
ჯგუფური
ნამუშევრების პრეზენტაცია. ტექსტში არსებული
აფორიზმების ამოკრება და ინტერპრეტაცია.
·
წაკითხული
ტექსტიდან დასკვნების გამოტანა ,თემისა და იდეის განსაზღვრა.
თხზულების დაწერა.
ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
პრობლემურ საკითხებზე ზეპირი
მოხსენების მომზადებისას ითვალისწინებს კონკრეტული აუდიტორიის სოციალურ-კულტურულ
ინტერესებს, ცოდნას და ა.შ.;
·
მსჯელობისას იყენებს ციტატებს
საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან, სხვადასხვა ფაქტობრივ და სტატისტიკურ
მონაცემებს და ა. შ.;
ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე
სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება
და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
კითხულობს სხვადასხვა სახის
მხატვრულ და არამხატვრულ ტექტებს, უკეთ გასააზრებლად ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ ზოგად შინაარსზე, არამედ დეტალებსა და
მნიშვნელოვან ნიუანსებზეც;
·
ახდენს სხვადასხვა სახის ტექსტში
წარმოდგენილი მოვლენების, ფაქტების, პერსონაჟთა თვისებების, ქცევის, თვალსაზრისების
შედარება-შეპირისპირებას;
·
შეაფასებს მხატვრულ ნაწარმოებში
წარმოდგენილ კონფლიქტს/პრობლემას, ასევე ავტორის, მთხრობელის, პერსონაჟის ხედვას
და პოზიციას ეპოქის ისტორიულ და კულტურულ კონტექსტში;
·
უკავშირებს წაკითხულ ტექსტში
გადმოცემულ ან ნაგულისხმევ თვალსაზრისებს ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და სხვა ლიტერატურულ
ნაწარმოებებს, მხატვრულ და სამეცნიერო-დოკუმენტურ ფილმებს, სპექტაკლებს და სხვ.
ქართ. IX. 7. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ცოდნის გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების
ანალიზისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ადარებს ერთმანეთს გამომსახველობით
ხერხებს სხვადასხვა სახის ტექსტებში (მაგალითად, სტერეოტიპებს რეკლამებში და სიმბოლოებს
მხატვრულ ტექსტებში);
ქართ. IX. 8. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების
გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ვრცელი ტექსტის კითხვისას ხელახლა
გადაავლებს თვალს ამა თუ იმ ადგილს, აკეთებს ჩანაწერებს, გამოყოფს მნიშვნელოვან თვალსაზრისებს,
ჩამოწერს კითხვებს ტექსტის უკეთ გასაგებად;
·
იყენებს სქემებს, დიაგრამებს,
ცნებების განმარტებებს, აზრობრივ რუკებს ან სხვა საშუალებებს მნიშვნელოვანი ინფორმაციისა
და იდეების გასააზრებლად და დასამუშავებლად;
ქართ. IX. 9. მოსწავლეს შეუძლია სადავო ან პრობლემურ საკითხებზე
საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა; მოცემულ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების
შეჯამება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წერს თხზულებას კონკრეტული
თემის ან საკითხის შესახებ, რომელშიც აანალიზებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ
ალტერნატიულ შეხედულებებს;
·
განიხილავს მხატვრულ ტექსტში
გამოკვეთილ იდეებსა და პრობლემებს ცხოვრებისეულ და ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით;
|
წინარე ცოდნა
|
·
მოსწავლეები
დაწყებითი კლასიდანვე ეცნობიან
შ.რუსთაველის ბიოგრაფიულ ცნობებს
, „ ვეფხისტყაოსნის’’ მნიშვნელოვან
ეპიზოდებს.
·
სწავლობენ
აფორიზმებს.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეებს ვაფასებ განმავითარებელი შეფასებით.
|
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
მე-9 კლასის სახელმძღვანელო.
ავტორთა ჯგუფი ვ. როდონაიას ხელმძღვანელობით , ფოტომასალა , ვიდეომასალა
, კომპიუტერი , ინტერნეტი ,დაფა,ცარცი.
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
|
გაკვეთილის A
ფაზა -გამოწვევა
აქტივობა 1. მისალმება . კლასის
ორგანიზაცია 2 წუთი.
აქტივობა 2. კითხვისათვის მზადება--5 წუთი.
ტექსტის კითხვის
დაწყებამდე - „ გონებრივი იერიშით’’ მოსწავლეებს კითხვებით მოვაგონებ ნასწავლ
მასალას,როგორც ბიოგრაფიულს, ისე
„ვეფხისტყაოსნის’’ ტექსტის ეპიზოდებს. (ვიყენებ
ვიდეო და ფოტომასალას)
შემდეგ „მინი ლექციით
‘’ მოვუთხრობ დამატებით ბიოგრაფიულ
ცნობებს და ტექსტიდან დასაწყისს,
ვიდრე „ანდერძამდე“ .
ამით მოსწავლეები შეავსებენ საკუთარ ცოდნას. გავახსენებ, რა არის ანდერძი ? რატომ და რისთვის წერენ
ადამიანები ანდერძს ?
გაკვეთილის B ფაზა
- ცოდნის კონსტრუირება.
ამ ეტაპზე ვიწყებ შინაარსის
რეალიზებას „კომენტირებული კითხვით
‘’ .
აქტივობა 3. ტექსტის კითხვა 20 წთ.
ვიყენებ „ კომენტირებული კითხვის
‘’ მეთოდს. (გაუებარ სიტყვებს ვწერ დაფაზე ) ხოლო ფრაზებს ვუკეთებ განმარტებას . შემდეგ
მოსწავლეები აგრძელებენ კითხვას . საჭირო შემთხვევაში კვლავ ვეხმარები
პერიფრაზირებით. ვსვამ კითხვებს ტექსტის
უკეთ აღქმისთვისთვის. კითხვის დასრულების შემდეგ
ვაძლევ რამდენიმე შეკითხვას : -რით
მოგეწონათ წაკითხული ეპიზოდი
?
-იყო თუ არა საჭირო ავთანდილის
გაპარვა?
-რატომ უწოდა ამ წერილს ანდერძი ?
გაკვეთილის C ფაზა
რეფლექსია
აქტივობა 4. წაკითხულის გაზიარება
10 წუთი.
კლასს ვყოფ ორ ჯგუფად . პირველ ჯგუფს
ვავალებ ამოწერონ წაკითხულიდან აფორიზმები
და თითოეულს გაუკეთონ ინტერპრეტაცია
მეორე ჯგუფს -
ამოიწერონ ტექსტიდან სტრიქონები
, რომელიც შეიცავს ანდერძის
ელემენტებს.
გაუკეთონ პრეზენტაცია .
აქტივობა 5. შეჯამება 5 წთ.
კითხვები : - სად
ხდება ტექსტში აღწერილი
მოქმედება?
-ვინ არიან ეპიზოდის
გმირები?
- რას მიიჩნევს
ავთანდილი წასვლის მთავარ
მიზეზად ?
- როგორ აფასებს ავანდილი
სიყვარულის ძალას ? (უპასუხეთ ლექსით).
აქტივობა 6. თემისა და იდეის
განსაზღვრა
აქტივობა 7. შეფასება განმავითარებელი. 3 წთ.
აქტივობა 8. საშინაო დავალების
მიცემა . 2 წთ.
დაწერეთ თხზულება: „მოხუცის
ანდერძი ‘’.
|
|
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий