სასწავლო პროექტი

პროექტის   სახელწოდება: ,,ო ,ენავ  ჩემო ‘’...

პროექტის  აქტუალობა:  მოსწავლეებთან  ერთად  ვირჩევთ  პროექტის  თემას.  საუბრის  შემდეგ    ინტერესი  შეჩერდა  თემაზე:  ,,ო,  ენავ  ჩემო’’  .  მოსწავლეებს  მივეცი  დავალება  მოიძიონ  ცნობები    პოეტ -აკადემიკოს  ირაკლი       აბაშიძისა და  ქართული  ენის  შესახებ.
მოსწავლეთა  ჩართვა  ხელს  უწყობს    მათ  გააქტიურებას ა  და  კვლევა-ძიების   უნარ-ჩვევების  გძლიერებას.   ვაკეთებ  დასკვნას  თუ  რა  ადგილი  უჭირავს  ქართულ  ენას  მსოფლიოს   ხალხთა  კულტურის  საგანძურში . 

  პროექტის  მიზნები:
1. განვსაზღვრავთ  მთავარ  მიზანს :ქართული  ენის  ადგილი  ქართველი  ხალხის   სულიერ  და  კულტურულ  საგანძურში.
2.ხელი  შევუწყო  მოსწავლეებში  ინტერესის  გაღვივებას  კვლევა- ძიების უნარის  განვითარება. ყოველგვარი  ეროვნულისადმი  სიყვარულისა  და პატივის  ცემის  გამტკიცებას.

მოსწავლეთა ასაკი --- 13 -14 წელი

დრო - 4-5 დღე

მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები შეიძენენ კვლევა- ძიების  უნარ- ჩვევას ,  ურთიერთ  თანამშრომლობის  გამოცდილებას.

პროექტისათვის  საჭირო  რესურსი: სახელმძღვანელო, ვიდეო მასალა, კომპიუტერი   და  ინტერნეტი.

 სასწავლო  პროექტის  მსვლელობა : 

აქტივობა 1. თემის  წარდგენა  მოვასმენინებ  სიმღერას :  „ ო, ენავ  ჩემო ‘’, მუხრან  მაჭავარიანის      „ქართული  მარტო  ენაა ?!’’  მოვამზადე  მინი ლექცია  . ენა  ცოცხალი  მუზეუმია.  მასში  აღბეჭდილია  ჩვენი  ხალხის   ისტორიული  განვითარების  გზა.  საუკენეთა  სიღრმეში  შემუშავებული  ტრადიციები.

მივცემ  რამდენიმე  შეკითხვას  თე მიდან  გამომდინარე -  ვის  ეკუთვნის  ეკუთვნის  სიტყვები :  „ო,  ენავ  ჩემო,  დედაო  ენავ ‘’ ...?
-რის  საფუძველზე  დაწერა  ეს  ლექსი  ირაკლი  აბაშიძემ ?
ვუკეთებ  დასკვნას -ქართული  ენა ქართველი  ხალხის  მონაპოვარია.  გადაშენდნენ  მსოფლიოს  მრავალი   ენები .  „ქართული  ენა  კი  დგას    ცივილიზებულ ენათა  რიგში. 
                                                        „დაეცეს, იქნებ, სიმგრე  ყველა ,
                                                        მოისრას, იქნებ,  ყველა  ყმა  ,  ველად ...
                                                        მხოლოდ  შენ ,    უჭკნობს,   
                                                        შენ,  ხატად  ქცეულს ,
                                                        რა  დრო,  რა  დასცემს  ,
                                                        შენს  უკვდავ  სხეულს ? - ამბობს პოეტი.

აქტვობა  3. ჩემოვაყალიბეთ  საპროექტო  ჯგუფი. მივეცი  დავალება   თითოეულ  მოსწავლეს ინტერნეტის  საშუალებით  მოიძიონ  მასალა.

1.ჯგუფი : უძველესი  ქართული  დამწერლობის  ნიმუშები

2.ჯგუფი:  უძველესი  ლიტერატურული  ნაწარმოებები

3.ჯგუფი თანამედროვე  ქართული  დამწერლობა  და ლიტერატურა.

აქტივობა  4.პროექტის  პრეზენტაცია .პრეზენტაციის  შემდეგ  გავაკეთებ  პროექტის  შეჯამება-შეფასებას  რუბრიკის  მიხედვით.


რუბრიკის სქემა:

კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
საშუალო მაღალი
მაღალი

ჩართულობა
ვერ ახერხებს
ნაწილობრივ  შეუძლია  აზრის გადმოცემა
შეუძლია  გამართულად  გადმოცემა
კარგად  ფლობს  ფაქტობრივ  მასალას.  აქვს  მდიდარი   ლექსიკური  მარაგი.

კვლევა-ძიება
არ შეუძლია  ფაქტების  მოძიება
  ნაწილობრივ შეუძლია  მასალის  გადმოცემა
მოსწავლეები  კარგად  ფლობენ  კვლევა-ძიების  უნარს.
მოძიებული აქვთ  სხვადასხვა
ლიტერატურა

დასკვნა
შედეგი  ბუნდოვანია
შედეგი  დამაკმაყოფილებელია
კარგად შეუძლია თემის გაანალიზება
შედეგი მრავალმხრივია და კარგად გაანალიზებული

 საგანთა  კავშირში  მყოფ  მასწავლებლებთან  ერთდ  ჩავატარებთ  პრეზენტაციას, სადაც  წარმოადგენენ  მოძიებულ  მასალას,  წაიკთხავენ   სასურველ  ლექსებს  და გამონათქვამებს. საგანთან  ეროვნულ   სასწავლო  გეგმასთან  კავშირში  მყოფი  საგნები: ქართული  , ისტორია  ,  მუსიკა. 


პროექტის  ხელმძღვანელი: ლამზირი  ღლონტი.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lamziri.natanebi@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий